დავით პიტიურიშვილი

დავით პიტიურიშვილი – უძრავი ქონებისა და სამშენებლო სექტორის უფროსი – სს თიბისი ლიზინგი; ფინანსების დოქტორი (PhD), პროფესორი
●●●
გიორგი მიქანაძე რამდენიმე წლის უკან, ჩემი ცხოვრების ყველაზე საინტერესო ეტაპზე გამოჩნდა და მიბიძგა საკუთარი მენტალობის შეცვლისკენ. გაცნობის პერიოდიდან მოყოლებული მისი დახმარებით ვისწავლე საკუთარი თავის სიყვარული, პოზიტიურად ფიქრი, ბედნიერების გახანგრძლივება და მადლიერების გამოხატვა. ყოველდღიურად მაოცებს ის სიღრმისეული და პროფესიული საუბრები, რაც ჩვენს შორის არის ხოლმე. მასთან ურთიერთობით ვისწავლე, გამოვიყენე და დავაფასე ის შესაძლებლობები რასაც სამყარო გვაძლევს.

პოზიტიური! ეს არის ჩემთვის ყველაზე მეტად გამორჩეული მახასიათებელი თვისება მასში. მისი დახმარებით დავინახე და ვისწავლე, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება იმ დოზით, რა დოზითაც მეგონა არ შემეძლო. საოცარი ფაქტია, რომ ყოველი მასთან შეხვედრის შემდეგ ჩემში იღვიძებს ახალი ხედვები, დამოკიდებულებები, მიზნები და მისწრაფებები.

შესაძლოა რთული დასაჯერებელია, თუმცა მასთან ურთიერთობით ვისწავლე საკუთარი თავის სიყვარული და დაფასება. აღნიშვნის ღირსია, ფაქტი, რომ ქაოსური მდგომარეობები, რომელშიც ძალიან ბევრჯერ აღმოვჩენილვარ, მისი დახმარებით კარგ გამოცდილებად იქცა და ახლა ზუსტად ვიცი რა მინდა და როგორ უნდა გავაკეთო.

და ბოლოს, გიორგისთან ურთიერთობით ვისწავლე:

  • საკუთარი ძლიერი მხარეების დაფასება
  • საკუთარი სუსტი მხარეების აღმოჩენა და მათთან გამკლავება
  • ჩემში საფუძველი დავუდე პოზიტიურ აზროვნებას
  • გავხდი სამყაროს მადლობელი და დავიწყე მასში არსებული შესაძლებლობების მოძიება-გამოყენება

მადლობა ყველაფრისთვის!

Share