ჩვენ შესახებ

გიორგი მიქანაძეენტორი, წარმატების ქოუჩი, ბიზნეს-ტრენერი, სხვადასხვა უნივერსიტეტებში აკადემიური საქმიანობის 12 წელზე მეტი გამოცდილებით. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორში, ბიზნესსა და მას-მედიაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით. გამომდინარე მრავალპროფილური საქმიანობიდან და გამოცდილებიდან – სამოქალაქო აქტივისტი. ყოველივე აღნიშნული მეტყველებს გიორგის მაღალ ემოციურ ინტელექტზე, ფართო სანაცნობო წრეზე, კავშირების დამყარების შესაძლებლობებზე და განსაკუთრებულ უნარ-ჩვევებზე.

თავისი საქმიანობის განმავლობაში გიორგი არაერთ ადამიანს დაეხმარა წარმატების მიღწევაში, ცხოვრებისეული ტრანსფორმაციების პროცესში და სათანადო უნარ-ჩვევების გამომუშავებაში.

რას უკავშირდება ჩვენი საქმიანობა – ხშირად, თითქოს ყველაფერი გვაქვს ცხოვრებაში – პროფესია, სახლი, ოჯახი, ახლობლები, მეგობრები, სამუშაო, ჯანმრთელობა – თუმცა, არ გვაქვს კმაყოფილების განცდა, ვართ გაღიზიანებულები, შესაძლოა კონფლიქტურებიც გავხდეთ, ვერ ვპოულობთ რეალურ კომფორტს, მუდმივად ვართ ძიებაში და ვერ ვპოულობთ სიმშვიდეს და ჰარმონიას. ხშირად არც ვიცით რას ვეძებთ. თითქოს ზუსტად ვიცით როგორია გამოსავალი და ზედმიწევნით ვაყალიბებთ გეგმებს, მივუყვებით, თუმცა ვერ მივდივართ სასურველ კონდიციამდე. ეს დღევანდელი რეალობისთვის ჩვეულებრივი კონდიციაა და ძალიან ბევრ მოაზროვნე, საინტერესო ადამიანს აწუხებს. თუმცა, მეტი პროდუქტიულობისთვის, მეტი შედეგისთვის, მეტი კომფორტისთვის, მეტად საინტერესო ცხოვრებისთვის ხშირად გვეხმარებიან გარედან. შესაძლოა ამას ვერ ვაცნობიერებთ, მაგრამ რეალურად ეს ასე ხდება. ინსპირაციის წყარო შესაძლოა მეგობარი, ოჯახის წევრი, უბრალოდ გამვლელი, სულიერი მოძღვარი, შესაძლოა ტელევიზორში ან რადიოში მოსმენილი ფრაზა, ან სადმე ამოკითხული ნააზრევი გახდეს, უბრალოდ გამვლელის ემოცია. დიახ, შესაძლოა გარემომ შემთხვევითაც მოგვაწესრიგოს და ვერ გავაცნობიეროთ. თუმცა ყოველთვის ყველა შედეგს აქვს თავისი განმაპირობებელი ფაქტორები.

 

თუმცა, თუ ნახავ სივრცეს, სადაც გამოცდილი ადამიანები მიზანმიმართულად იმუშავებენ შენთვის, შანსი სასურველ შედეგზე გახვიდე და ბოლომდე გაშალო ფრთები, – გაცილებით მეტია. ეს არის დაუჯერებელი პროცესი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში აპრობირებული მეთოდი და ლოგიკური კანონზომიერებაა. ჩვენი სივრცეც სწორედ ამას ემსახურება. ნდობის და დაინტერესების შემთხვევაში მიუბრუნდით და შეავსეთ საკომუნიკაციო ანკეტა.

 

ამასთან, – მართალია, შესაძლოა გარემოებებმა განაპირობონ ჩვენი კონტექსტი ამ უკიდეგანოდ საინტერესო და მრავალფეროვან, ამოუწურავი შესაძლებლობებით სავსე ცხოვრებაში – მაგრამ ყველაზე დიდი შემოქმედი საკუთარი თავისთვის თავად ჩვენ ვართ. ამ ძალას გაცნობიერება, გამოღვიძება და სწორი მიმართულების მიცემა სჭირდება.

 

ჩვენ ერთმანეთისგან ყოველდღე ვითხოვთ, – გვერდში დგომას, თანაგრძნობას, გამხნევებას, პრობლემების განმკლავებას, აღიარებას და საკუთარი ღირსების შეგრძნებას, სიცოცხლის ხალისის. სწორედ ამაზეა დამოკიდებული შემდეგ ჩვენს გარშემომყოფთა დახმარება და საკუთარი პოტენციალის სრულად გამოყენების შესაძლებლობები. თითოეული ჩვენგანის და საზოგადოების კრიზისებიც სწორედ აღნიშნული საკითხებიდან მომდინარეობს, რაც შემდგომ პირდაპირ კავშირში მოდის ქვეყნის კეთილდღეობასთან და მომავალთან.

 

უდიდესში შეცდომა, რომელიც ბოლო დროს ძალიან პოპულარული გახდა ეს გახლავთ „მე“-ს კეთილდღეობა, რასაც უდიდეს მენტალურ პრობლემებამდე მივყავართ საბოლოო ჯამში. აუცილებელია „ჩვენ“ სტრატეგიის გააზრება და ერთიანობის იდეით ცხოვრება. ჩვენ, ადამიანები ძალიან ვჭირდებით ერთმანეთს. ინდივიდუალური კომფორტის მიღწევა და დასტაბილურება გარემოსთან ჰარმონიზაციის კონტექსტში გახლავთ ქმედითი.

 

თუ ფიქრობთ, რომ თქვენს კეთილდღეობაში შემიძლია ჩვენც შევიტანო წვლილი, გთხოვთ შეგვეხმიანეთ.

Ფასები:

პირველი კონსულტაცია 10-15 წთ. უფასო, განაცხადის შესაბამსიად

* ინდივიდუალური ონლაინ შეხვედრა 50₾ – 45 წუთი (თვეში ერთხელ)

1 თვიანი პაკეტი:

* ოთხი 45 წუთიანი შეხვედრა 220₾ + შეხევდრებს შორის ლიმიტირებული კონტაქტი

* ოთხი 60-90 წთ. შეხევდრა. 390₾ + ულიმიტო კონტაქტი შეხევედრებს შორის 

6 თვიანი პაკეტი:

* ორი 45 წითიანი შეხვედრა თვეში, 6 თვის განმავლობაში: 850₾ + შეხვედრებს შორის ულიმიტო კონტაქტი

* ოთხი 60-90 წთ. Შეხევდრა თვეში, 6 თვის განმავლობაში: 1550₾ შეხვედრებს შორის ულიმიტო კონტაქტი

* კვირაში ორი 60-90 წთ., ექვსი თვის განმავლობაში, ან მოთხოვნის შესაბამისად: 2250 ₾ + შეხევდრებს შორის ულიმიტო კონტაქტი

24/7 ელექტრონული მეილით ან მესენჯერით კონტაქტი გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში

  • Სპეციფიკური სამიზნე ჯგუფებისთვის შევიმუშავებთ სპეციალურ შეთავაზებას
  • ფასები ფიქსირებულია.თუმცა, მიღწეული შედეგის და კმაყოფილების შემთხვევაში თქვენგან ფინანსური მხარდაჭერის ლიმიტი უსაზღვროა
  • ნებისმიერი სხვა საჭირო შემთხვევებისთვის, თუ ფიქრობთ, რომ ჩვენ შეიძლება გემსახუროთ გთხოვთ მოგვწეროთ