სერვისები

რა არი Coaching პროცესი?

ცხოვრების წვრთნა (იგივე Life Coaching) არის მეთოდების ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება ადამიანის ცხოვრების გზაზე, დასახული მიზნის მისაღწევად, სხვადასხვა გარემოებებსა და შემთხვევებში. ეს არის ადამიანის მხარდაჭერის პროცესი, მისი ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე და გამოწვევების მიუხედავად - პიროვნული განვითარებიდან დაწყებული, პროფესიული წარმატებებით დასრულებული და მრავალი სხვა.  პრობლემები შესაძლოა გამოხატული იყოს თვითშეფასებაში, შიშებში, გართულებულ ურთიერთობებში, გადაწყვეტილების მიღების პრობლემებში, არეულ კარიერასა და პირად ცხოვრებაშიც.

რა აბედნიერებს ადამიანს და რა ხდის მას წარმატებულს?
რა თქმა უნდა წარმატების მთავარი მიზანი ბედნიერებაა. თითოეულ ჩვენგანს აქვს წარმატებისა და ბედნიერებისადმი განსხვავებული, ინდივიდუალური დამოკიდებულება. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ხედვა იმის შესახებ, თუ რისი მიღწევა გვინდა და როგორ მივაღწევთ მას. შესაბამისად, თითოეული პიროვნებისთვის პასუხი კონკრეტული და ინდივიდუალურია. მთავარი მიზანი სწორედ ბედნიერი და ჰარმონიული ცხოვრების უზრუნველყოფა გახლავთ.

Life Coaching არის კოლაბორაციული მუშაობის პროცესი სასურველი მიზნის მისაღწევად, სადაც მწვრთნელი, ეგრედწოდებული Coach, რომელსაც დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება აქვს, ან აქვს თეორიული ცოდნა და შესაბამისი უნარ-ჩვევები, ეხმარება სხვა ინდივიდებს პერსონალური თუ პროფესიული ზრდის, განვითარებისა და ტრანსფორმაციის პროცესში. აღნიშნული მოიცავს პიროვნების გამორკვევას საკუთარი ღირებულება-ფასეულობების საკითხებში, გონივრული მიზნების განსაზღვრას, სამოქმედო გეგმის შემუშავებას და სასურველი შედეგების მისაღწევად წინააღმდეგობების დაძლევას. ამ საქმეში შედეგების მისაღწევად მწვრთნელის ორატორული ნიჭი, მაღალი ემპათია და კარგი ემოციური ინტელექტი გარდაუვალია.

Life Coaching ,როგორც წესი, ინდივიდის ცხოვრების სხვადასხვა ასპექტზე ფოკუსირდება - კარიერული ზრდა, ცვლილებები, ურთიერთობები, ჯანმრთელობა, პროფესიული ზრდა და განვითარება, სხვადასხვა დასახული მიზნების მიღწევა, ზოგადად ცხოვრების მაღალი ხარისხი და კეთილდღეობა. ეს არის 21 საუკუნის საქმიანობა, თუმცა, ჯერჯერობით ადამიანები და მათ შორის დიდი ნაწილი თავად მწვრთნელებისა, მის განსაკუთრებულობას ვერ აცნობიერებენ. ამიტომ, თქვენთვის სასურველი სწორი მწვრთნელის შერჩევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. როგორც წესი, აღნიშნული საქმიანობა მსოფლიოს მასშტაბით ნაკლებად რეგულირდება. შესაძლებელია ბევრი მწვრთნელის სახელი მოექცეს თქვენი ყურადღების ცენტრში, თუმცა მთავარია არა ცნობადობა და ხმაური ამ საქმეში, არამედ თქვენი პირადი ნდობა და დამოკიდებულება. ეს როლი, რაღაც თვალსაზრისით, თქვენს ირგვლივ ნებისმიერმა ადმიანმა შეიძლება შეასრულოს - მშობელმა, მასწავლებელმა, მეგობარმა, სასულიერო პირმა, უბრალო გამვლელმა, რომელსაც რამდენიმე სიტყვით გამოელაპარაკეთ და ა.შ. თუმცა, მწვრთნელი ამაზე მიზანმიმართულად მუშაობს და მეტი პასუხისმგებლობით და პროფესიონალიზმით აკეთებს ამ საქმეს. ხელოვნური ინტელექტის ერაში სულ უფრო მეტი სამუშაო ძალა გამოთავისუფლდება და ეს იქნება მზაობა პიროვნული ზრდისა და განვითარებისთვის, რომელმაც ადამიანი ხარისხიანი ცხოვრების სხვა ეტაპზე უნდა გადაიყვანოს. როგორც უკვე ხედავთ, ნაცვლად მძიმე და დატვირთული სამუშაო გრაფიკისა, რომელიც ძველმოდურია - უფრო ჭკვიანურ და მაღალ ეფექტურ შრომას სულ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება.

მწვრთნელი ინდივიდის წარმატების თანამგზავრია, რომელიც სტიმულს აძლევს, იღებს პასუხისმგებლობას დასახული მიზნების მიღწევაზე, იყენებს სხვადასხვა ხერხებსა და მიდგომებს, რომ მხარი დაუჭიროს ინდივიდის დადებით ცვლილებებს, გამორკვევას და მათი პოტენციალის მაქსიმიზაციას. მიღებულია, რომ ამ საქმიანობის მთავარი ტექნიკა კითხვების დასმა და ინდივიდების საკუთარ თავში გამორკვევაა. თუმცა, ყველა მწვრთნელს თავისი ტაქტიკა გააჩნია და მიდგომა ხანდახან ინდივიდუალურია. მთავარია დადგეს შედეგი და კმაყოფილების დონე იყოს მაღალი.

მიმართულებები, რომლებსაც ვფარავთ:
წარმატების ქოუჩინგი
წარმატების ქოუჩინგი არის პროცესი, რომლის მიზანიცაა ინდივიდს დაეხმაროს დასახული მიზნების მიღწევაში. ანალიზის პროცესის დროს დგინდება რა არის პიროვნებისთვის რეალურად მნიშვნელოვანი და ხელს უწყობს მისი პოტენციალის მაქსიმალურ გამოვლინებას ცხოვრების სხვადასხვა ასპარეზზე. მწვრთნელი ინდივიდს ეხმარება საკუთარი მიზნების გაცნობიერებასა და განსაზღვრაში, წინააღმდეგობების განსაზღვრასა და გადალახვაში, სამოქმედო გეგმის შემუშავებაში, თუ როგორ გადაილახოს კონკრეტული წინააღმდეგობა. წარმატების ქოუჩინგი ორიენტირებულია თვითშეგნებისა და თვითშეფასების ამაღლებაზე, აზროვნების კატეგორიების და მოტივაციის მოწესრიგებაზე, თავდაჯერებულობის ამაღლებაზე, შესაბამისი უნარებისა და სტრატეგიების შემუშავებაზე. ანალიზის პროცესის დროს დგება წარმატების მიღწევის სამოქმედო გეგმა, რომელიც ინდივიდს პერსონალურ და პროფესიულ ზრდაში ეხმარება.

 პერსონალური განვითარების ქოუჩინგი
პერსონალური განვითარების ქოუჩინგი არის პროცესი, რომლის დროსაც მწვრთნელი ინდივიდს ეხმარება საკუთარი პიროვნების სრულყოფის პროცესში, პერსონალურ ზრდასა და სრული პოტენციალის განსაზღვრასა და გამოვლენაში. ყველა ჩვენგანი ვცდილობთ, გავაუმჯობესოთ საკუთარი თავი სხვადასხვა ფორმით. ჩვენ გვესმის, რომ ცხოვრება ღირებულია და გვსურს მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩვენი პოტენციალი. მიუხედავად ამ საკითხების გაცნობიერებისა, გზა რომელსაც ვირჩევთ შეიძლება არ აღმოჩნდეს ეფექტური, ან არ გვეყოს შესაბამისი ძალისხმევა, მარტო აღმოვჩნდეთ ამ ბრძოლაში, დავიღალოთ და დავნებდეთ. პერსონალური განვითარების ქოუჩინგის დროს მწვრთნელი ეხმარება ინდივიდს საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენაში და განისაზღვრება პიროვნული ზრდის პროცესის გეგმა. აღნიშნული პროცესი უფრო მეტად ფოკუსირებულია თვითგამორკვევის, აზროვნების კატეგორიების გადახედვის, ემოციური ინტელექტის, კომუნიკაციური უნარ-ჩვევების, საჭირო და ახალი ურთიერთობების დამყარება, კარიერული ორიენტაციისა და შესაბამისად ზოგად კეთილდღეობაზე.  

პერსონალური განვითარების ქოუჩინგი მოიცავს სხვადასხვა სფეროს. მათ შორისაა ბედნიერების და სიყვარულის შეგრძნების, სიმდიდრისა და ცხოვრებისეული სიამოვნების გაზრდის გზების გაცნობიერება და პოვნა. პირადი განვითარების ქოუჩის როლია დაეხმაროს ადამიანს გააცნობიეროს საკუთარი ბუნებრივი სიძლიერე, ხელი შევუწყოს საკუთარი თავის სიყვარულის, ნდობის და პოზიტიური აზროვნების განვითარებას.

სამოტივაციო (მოტივაციური) ქოუჩინგი
ხშირად ვცდილობთ, ვიყოთ დადებითად განწყობილები, დავრჩეთ მოტივირებული და მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს. მენეჯერ და ბიზნეს გუნდები ასევე სარგებლობენ მოტივაციური ქოუჩინგისგან, განსაკუთრებით გარდამავალი პერიოდის ან კორპორატიული არასტაბილურობის დროს.

ადამიანები შეიძლება მივიდნენ მოტივაციურ ქოუჩთან ინდივიდუალური პრობლემების გადასაჭრელად, მითითებების მისაღებად იმიტომ, რომ ისინი მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ამ საკითხების განხილვისას თავს კომფორტულად ვერ გრძნობდნენ.

მწვრთნელი ამ დროს გეხმარებათ რეალური ვითარების დადგენაში და გამოსავლის მოძებნაში, რომელიც შეცვლის დამოკიდებულებას.

მენეჯერებს ხშირად დიდი მოვალეობის გამო აქვთ სტრესი, ხშირად საქმე ისე მშვიდად არ მიდის, როგორც იმედი ჰქონდათ. სამოტივაციო ქოუჩინგისთვის ინდივიდები და მენეჯერები მწვრთნელს მიმართავენ მოაწესრიგონ თავიანთი დამოკიდებულებები, შიშები, მრწამსი, მოსაზრებები, აიმაღლონ მიზანსწრაფვა, განწყობები და კონკრეტული საქმიანობისა თუ მიზნის მიღწევისთვის თავდადების გარდასაქმნელად განავითარონ ახალი მიდგომები.

რა არის ბიზნეს ქოუჩინგი?

ბიზნეს ქოუჩინგი არის პროცესი, რომელიც მხარს უჭერს ინდივიდებსა თუ ჯგუფებს გააუმჯობესონ მათი შრომის პროდუქტიულობა და მიაღწიონ დასახულ მიზნებს - ეს იქნება უკვე გამართული ბიზნეს საქმიანობა თუ სტარტაპები და სამეწარმეო საქმიანობა. პროცესი გულისხმობს საქმიანობის პროცესში პროფესიონალი ბიზნესის მწვრთნელის ჩართულობას, რომელსაც კარგად ესმის ბიზნესის პრინციპები, სტრატეგიული დაგეგმვის პროცესი, და ლიდერობა. ბიზნეს ქოუჩინგი გეხმარებათ საქმიანობის პროცესში ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენაში, ხედვის სრულყოფასა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში, რომელიც ზრდასა და წარმატებას უზრუნველყოფს. ასეთ დროს მნიშვნელოვანია ასევე ამოცანების დასახვის პროცესი, სტრატეგიების სრულყოფა და შემუშავება, გამოწვევებისა და წინააღმდეგობების განსაზღვრა, რომელიც შესაძლოა მიზნის მიღწევის გზაზე წარმოიშვას. ბიზნეს ქოუჩინგი საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებებს ფარავს - ლიდერობა და განვითარება, კომუნიკაცია, პრობლემების გადაჭრა, ტრანსფორმაცია, გუნდური მუშაობა და ა.შ. ასეთ დროს ბიზნეს ქოუჩი მონაწილეობს ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების მხარდაჭერის პროცესში, ინოვაციური აზროვნების ხელშეწყობაში, პროდუქტიულობისა და მომგებიანობის ზრდაში. ქოუჩინგის პროცესის დროს ინდივიდები და ჯგუფები აყალიბებენ აზროვნების შესაბამის კატეგორიებს და საქმიანობის პროცესში აღწევენ მდგრად განვითარებას.

მიმართულებები, რომლებსაც ვფარავთ:
ლიდერობის ქოუჩინგი 
ლიდერობისა და მენეჯერობის ქოუჩინგი მიმართულია ხელმძღვანელ თანამდებობებზე მყოფ პროფესიონალებზე ან ლიდერის როლის შესრულების მსურველთათვის. პროცესი გულისხმობს ლიდერული უნარ-ჩვევების წვრთნასა და განვითარებას, ეფექტური გადაწყვეტილების მიღების პროცესის გააზრებას, შესაბამისი მეთოდებისა და უნარ-ჩვევების გამომუშავებას, ეფექტური კომუნიკაციისა და მართვის ტექნიკების დახვეწას და ადაპტაციას.

მეწარმეობის ქოუჩინგი
მეწარმეობის ქოუჩინგი არის პროცესი, რომელიც ეხმარება ინდივიდებს ან ჯგუფებს საკუთარი ინოვაციური ბიზნესის ან სამეწარმეო საქმიანობის წამოწყებასა და განვითარებაში. ეს გულისხმობს მუშაობას სამეწარმეო ქოუჩთან ერთად, რომელსაც შეუძლია გაიაზროს კონკრეტული ბიზნესის გამოწვევები და შესაძლებლობები, ბიზნეს საქმიანობის საწყის ეტაპზე. სამეწარმეო ქოუჩი ორიენტირებულია ინდივიდებისა თუ ჯგუფების მხარდაჭერაზე, რომ გამოიმუშაონ ბიზნეს საქმიანობისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები, აზროვნების შესაბამისი ბიზნეს კატეგორიები და მიდგომები, და სტრატეგიები, რომ ბიზნესის საქმიანობის წამოწყების თავგადასავლებს ეფექტურად გაართვან თავი. მწვრთნელი ეხმარება ბიზნესს ხედვის ჩამოყალიბებაში, მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრაში და სამოქმედო გეგმების ფორმირებაში. მწვრთნელი კოორდინირებს ისეთ მიმართულებებს როგორიცაა დაგეგმვა, ორგანიზება, მარკეტინგი, გაყიდვები, ფინანსური მენეჯმენტი, ოპერაციები და ყველა მიმართულება, რომელიც ეფექტური საქმიანობისთვის არის აუცილებელი.

სამეწარმეო საქმიანობაში შეიძლება მოვიაზროთ როგორც დამწყები სხვადასხვა ტრადიციული მცირე და საშუალო ბიზნესი, ასევე ინოვაციური ბიზნეს-საქმიანობის წამოწყება, რომელიც ახალია ბაზარზე და ადგილი ჯერ არ აქვს დამკვიდრებული.

ქოუჩი ხელს უწყობს ბიზნესის წამომწყებ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს სწორი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ბიზნესის პრინციპებისა და მენეჯმენტის პროცესების კარგად გააზრებაში.

მედიაცია და მოლაპარაკების ქოუჩინგი
მედიაციის ქოუჩინგი არის პროცესი, როდესაც ინდივიდებსა და ჯგუფებს მწვრთნელი ეხმარება მოლაპარაკებების წარმოების, საერთო ენის გამონახვისა და კონფლიქტების გადაწყვეტის პროცესში. ქოუჩი ამ დროს მონაწილეობას იღემს მხარეებს შორის მედიაციის პროცესში, აუმჯობესებს მათ კომუნიკაციურ უნარ-ჩვევებსა და მოლაპარაკებების წარმოების ტაქტიკას. მედიაციის ქოუჩინგი მიზანმიმართულია რომ მედიაციის მხარეებს შორის მოხდეს ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინება და შეთანხმება ისე, რომ ორივე მხარე იყოს კმაყოფილი და შენარჩუნებული იქნას დადებითი ურთიერთობები. მწვრთნელი ეხმარება ინდივიდს ინტერესების ფორმირების პროცესში, განისაზღვრება ალტერნატივები, და მეორე მხარის ჩართულობით განიხილება საერთო ინტერესები. აღნიშნული გულისხმობს ემოციების მართვას, შესაძლო გამოსავლების ძიებას და ალტერნატივებს, თავდაჯერებულობის ამაღლებას, საკუთარი აზრის ფორმირებისა და გამოხატვის პროცესში დახმარებას, ოპონენტების ინტერესების აღქმასა და გათვალისწინებას. ამ შემთხვევაში მხარეები შეიძლება იყვნენ ინდივიდები, იურიდიული პირი და დასაქმებული და ბიზნესის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა შიდა და გარე პირი - მომწოდებლები, მომხმარებლები, პარტნიორები, დასაქმებულები, სახელმწიფო და ა.შ.  

ფასები :

პირველი კონსულტაცია 10-15 წთ. უფასო, განაცხადის შესაბამსიად

პაკეტი A:
* ინდივიდუალური ონლაინ შეხვედრა, თვეში ერთხელ 50 - 45 წუთი (A1)
* ინდივიდუალური ერთი ონლაინ შეხვედრა, ულიმიტოდ - 80  - 45 წუთი (A2)

ერთ თვიანი პაკეტი - B:
* სამი 45 წთ. შეხვედრა - 220(B1)
* ოთხი 60-90 წთ. შეხევდრა - 390 + შეხევდრებს შორის ლიმიტირებული კონტაქტი (B2)

ექვს თვიანი პაკეტი - C:
* ორი 45 წუთიანი შეხვედრა თვეში, 6 თვის განმავლობაში: 850(C1)
* ოთხი 60-90 წთ. Შეხევდრა თვეში, 6 თვის განმავლობაში: 1550 + შეხვედრებს შორის ულიმიტო კონტაქტი (C2)
* კვირაში ორი 60-90 წთ., ექვსი თვის განმავლობაში, ან მოთხოვნის შესაბამისად: 2250 + შეხევდრებს შორის ულიმიტო კონტაქტი (C3)

24/7 ელექტრონული მეილით ან მესენჯერით კონტაქტი გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში, მხოლოდ ულიმიტო პაკეტის შეძენის შემთხვევაში
  • Სპეციფიკური სამიზნე ჯგუფებისთვის შევიმუშავებთ სპეციალურ შეთავაზებას
  • ფასები ფიქსირებულია.თუმცა, მიღწეული შედეგის და კმაყოფილების შემთხვევაში თქვენგან ფინანსური მხარდაჭერის ლიმიტი უსაზღვროა
  • ნებისმიერი სხვა საჭირო შემთხვევებისთვის, თუ ფიქრობთ, რომ ჩვენ შეიძლება გემსახუროთ გთხოვთ მოგვწეროთ
ნებისმიერი სხვა კონკრეტული საკითხის შესახებ გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შეხვედრის ველის საშუალებით.
აპრილი 2024
ორშ
სამ
ოთხ
ხუთ
პარ
შაბ
კვი
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
1
2
3
4
5