მანუელ პელონი

 

Manuel Pellon გახლავთ ნიუ-იოკრ სიტიში მოღვაწე წარნმატებული პროფესიონალი ფოტოგრაფი, რომელიც არქიტექტურის, ხედების, დიზაინისა და პირადი პორტფოლიოს მომზადების სპეციალისტია. გარდა პოროფესიონალური უნარჩვევებისა მას აქვს მომხმარებლების მომსახურებისა და ბიზნესის წარმოების განსაკუთრებული უნარ-ჩვევები, რომელიც მის წარმატებაზე პირდაპირ აისახება.

●●●

გიორგი მიქანაძემ ჩემი ამერიკული ოცნებისა და ბიზნესის წარმატებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა. წარმატებისთვის ჩემი ხელოვნების პარალელურად ბიზნეს საქმიანობის შესაბამისი უნარ-ჩვევებიც მჭირდება, სწორედ ამ მიმართულებით მჭირდებოდა დახმარება და არ ვიყავი დარწმუნებული თუ ამ ყველაფერს თავს გავართმევდი. გიორგის ოთხ წელზე მეტია ვიცნობ და ახლა უკვე მის კომპანიასთანაც ვთანამშრომლობ, მისი დახმარების გარეშე ამ შედეგებზე ვერ გავიდოდი.

როდესაც პირველად ჩამოვედი ნიუ-იორკში დაუძლეველი მეგონა საკუთარი ბიზნესის წარმოება ფოტოგრაფიის სფეროში. ასევე, ეს ქალაქი ძალიან კონკურენტულია და რთულია დაიმკვიდრო ადგილი განსაკუთრებით ფოტოგრაფიაში. თუმცა, როდესაც გიორგისთან ერთად დავიწყე მუშაობა, მივხვდი რომ ის რაც შორეული ოცნება მეჩვენებოდა ადვილად მისაღწევი შეიძლება გამხდარიყო ჩემთვის. შეიძლება ვთქვა, რომ გამიმართლა ამ ადამიანს რომ შევხვდი პირველივე საუბრიდან უკვე სხვანაირად დავიწყე ფიქრი და აზროვნება. ის ყოველთვის ამბობს, რომ მას აქვს თავისი განსხვავებული მიდგომები, არ ვიცი კონკრეტულად ეს რა არის, თუმცა ბრძოლისუნარიანი გავხდი და დავიჯერე, რომ მე ვიმსახურებდი ყველაფერ საუკეთესოს.

მიუხედავად იმისა, რომ გიორგი აქ არის ნიუ-იორკის მკვიდრი ის საკმაოდ იცნობს ადგილობრივი ბაზრის მუშაობის მექანიზმებს და მისი მიდგომები საკმაოდ ქმედითია. ჩვენ ვმუშაობდით სტრატეგიული დაგეგმვის, მარკეტინგული სტატეგიების, ბაზრის ანალიზების და ნეთვორქინგის მიმართულებით. მისი კოორდინაციით დავაფუძნე კომპანია და ახლა წარმატებით ვმართავ მას. მისი ურყევი მხარდაჭრით და მენტორობით ბევრი წინააღმდეგობები დავძლიე საკუთარ თავში და ვფიქრობ, რომ ახალ სიმაღლეებზეც გავედი. ვფირობ, რომ როგორც ფოტოგრაფი მასთან კოორდინაციით საკმაოდ კარგ შედეგებზე გავედი, ჩემი პოპულარობა იზრდება, ჩართული ვარ ისეთ პროექტებში აქამდე რომ ვერ ვიოცნებებდი. ჩემი საქმინობის შესახებ ჩემი ვებ-გვერდიდანაც გაიგებთ. ჩვენ დღესაც ვთანამშრომლობთ. დღესდღეობით სამი დაქირავებული თანამშრომელი მყავს. როცა გიორგის შევხვდი ერთ უბრალო ადამიანად მიმაჩნდა თავი, ყოველდღიურ შემოსავლებზე ვფიქრობდი და ვერ ვბედავდი ბევრ რამეს, ახლა დიდი გეგმები და ამბიციები მაქვს, ხალხსაც მე თვითონ ვასაქმებ.

გარდა მისი პროფესიონალიზმისა, გიოგის აქვს მზრუნველობის განსაკუთრებული ნიჭი და ვფიქრობ ამან ძალიან კარგად იმოქმედა ჩემზე. გარეგნული წარმატებაც შნაგან მოწესრიგებულობასთან არის დაკავშირებული და ჩვენ ამაზეც ვმუშაობდით, მან დამეხმარა დამეძლია ჩემი გამოწვევები საკუთარ თავთან. მას იმდენად მტკიცედ სჯეროდა ჩემი შესაძლებლობების, იმდენად ურყევი იყო მის დამოკიდებულებაში, რომ სწორედ ამან შემძინა რწმენა საკუთარ თავში, რომელიც პირდაპირ ჩემს კარიერულ წარმატებაში ინტეგრირდა და გამოვლინდა.

Manuel Pellón

Manuel Pellón Photography 27 LLC
დირექტორი და დამფუძნებელი
https://www.manuelpellon.com/

Share