გვანცა ხულუზაური

გვანცა ხულუზაურისაქართველოს პარლამენტი, #38 სამაჟორიტარო ოლქის ბიუროს ხელმძღვანელი ; საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი ; დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ; საბაუნის ბიზნესის და ტურიზმის ფაკულტეტის ლექტორი

●●●
“It is not about life, It is about life style” – ეს ის ფრაზაა, რომელიც ჩემთვის აუცილებლად გიორგი მიქანაძესთან ასოცირდება და ამ ფრაზამ ნამდვილად შეცვალა ჩემი დამოკიდებულება ცხოვრებისადმი.

ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი, როდესაც პირველად გავაცნობიერე გიორგისთან საუბრის შემდეგ ჩემი მომავალი და შემდგომი წარმატებული კარიერა, სწორედ ამ თემას დავუკავშირე. მესამე კურსის სტუდენტმა შევიცვალე პროფესია და ვთვლი, რომ ეს იყო პირველი ურთულესი, თუმცა საუკეთესო გადაწყვეტილება რომელიც მისი დახმარებით მივიღე.

გიორგი დამეხმარა ნაკლები კონცენტრირება მქონოდა წარსულში დაშვებულ შეცდომებზე და წარუმატებლობის მიზეზების ნაცვლად ახალი პერსპექტივები სწორად გამომეყენებინა. ზუსტად გამეაზრებინა ჩემი მნიშვნელობა და შესაბამისად, სწორად დამენახა საკუთარი თავი და შესაძლებლობები, რომელთაც ადრე მნიშვნელობას არ ვანიჭებდი (მაგალითად შემიძლია მოვიყვანო საჯარო გამოსვლები, რომლებიც რამდენიმე წლის წინ ჩემი სისუსტე მეგონა, დღეს კი ჩემს ერთ-ერთ ძლიერ მხარედ მიმაჩნია).

ვერ ვიტყვი, რომ კონკრეტულ რჩევას მაძლევს ან გზას მიმითითებს. უბრალოდ ვურთიერთობთ და ბევრ რამეს ვაცნობიერებ. თითქოს მასში ვპოულობ საკუთარ თავს. უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მიღების დროს, აუცილებლად ყველა შესაძლო ვარიანტის განხილვაში მეხმარება, რის შემდეგაც თავად ვხვდები რა მინდა მივიღო და რა მიზანი დავისახო. მისი როგორც შესანიშნავი ინსპირატორის მთავარი ღირსება სწორედ ეს არის: შეუძლია დამეხმაროს ზუსტად მივხვდე რა არის ჩემი მიზანი, გავიაზრო რა ცვლილებებია საჭირო და საკუთარი შესაძლებლობები სწორად წარმოვაჩინო.

მიხარია, რომ უკვე მრავალი წელია მაქვს მასთან მუშაობის შესაძლებლობა. დარწმუნებული ვარ თითოეული ადამიანისთვის ვინც ჯერ კიდევ ეძებს საკუთარ თავს, გეგმავს კარიერას, აქვს სურვილი მეტ წარმატებას მიაღწიოს, ან უბრალოდ ვერ გრძნობს თავს კომფორტულად, სჭირდება ცვლილებები და ამისთვის ესაჭიროება სწორი გზაზე დადგომა, შედეგზე ორიენტირებული მოქმედებების შემუშავება/განხორციელება, – გიორგი მიქანაძე არის ის პიროვნება ვისთან ერთადაც ეს ყველაზე კარგად გამოუვა.

Share