გიორგი კალანდია

გიორგი კალანდია – ისტორიკოსი, ჟურნალისტი და გენიალური მენეჯერი. ხელოვნების სასახლის ხელმძღვანელი. შემიძლია ვთქვა, რომ გიორგი კალანდია იშვიათად საამაყო ადამიანების კატეგორიაში გადის. მან არაერთი დიდი ქართული საქმე უკვე გააკეთა. ახლაც შემოქმედებით პროცესშია და კიდევ ბევრ კარგს გააკეთებს ჩვენი ქვეყნისა და საზოგადპებისთვის. ნამდვილად გადის დიდი ქართველების კატეგორიაში.

●●●

გიორგი მიქანაძე არაორდინალურად კარგი ადამიანია…

არაორდინალურიც ბევრია და კარგიც, თუმცა ორივე ერთად იშვიათად. ასე, რომ ბატონი მიქანაძე იშვიათი გამონაკლისია. რაში გამოიხატება ეს უნიკალურობა?! მას შეუძლია ყველაზე მწვავე, ზოგჯერ ფეთქებად საშიშ მოვლენებზე ილაპარაკოს მშვიდად, აუღელვებლად, გააღვივოს არა კონფლიქტი, არამედ ეძიოს ჭეშმარიტება. მისი საუბრის სტილი ყოველთვის დამაჯერებელია, რაშიც ორატორობის ოსტატობა უწყობს ხელს. ამიტომ, ჩვენს ურთიერთდაპირისპირებულ საზოგადოებაში თითქმის არ შემხვედრია ადამიანი ვინც მიქანაძის პერსონას დადებითად არ ეხმიანება.

გიორგი ძალიან კომუნიკაბელური პიროვნებაა, ადამიანებთან მისი ურთიერთობა ყოველთვის აჩენს ახალი იდეების, მოტივაციების, ინსპირაციების საშუალებას! ვფიქრობ, მისი ეს ნიჭი და უნარ-ჩვევები ბევრ ადამიანს სჭირდება დღეს და დაეხმარება კიდეც.

ამ შინაგან კულტურასა და ინტელექტუალობას ბრწყინვალედ ეხმიანება მისი კეთილშობილი გარეგნობა და ძალიან მოზომილი ტაქტი. გიორგი მიქანაძე მგონია ბრწყინვალე დიპლომატი იქნებოდა რომელიც ყველაზე კრიზისულ, გამოუვალ სიტუაციებს განმუხტავდა.

Share