გვანცა გვიჩია

მე და გიორგი უნივერსიტეტიდან ვიცნობთ ერთმანეთს. თავიდანვე ცალსახა იყო მისი უსაზღვრო მიზანსწრაფულობა და ამბიციური გეგმები. ჩვენი მეგობრული კავშირი ამ მისმა საინტერესეო ხასიათმა განაპირობა. როგორც კი დავიწყეთ კარიერული სვლა საწყის ეტაპზე, მისი კარიერა საკმაოდ განსხვავებულად წარიმართა. მე საკმოად წარმატებულ ბანკში დავიწყე მუშაობა. გიორგი კი აქტიურად ახორციელებდა კვლევით-ანალიტიკურ საქმიანობას, სხვადასხვა პროექტებში იყო ჩართული და სამოქალაქო აქტივიზმით გამოირჩეოდა, რაც ჩემთვის უცნაური იყო. სულ ვურჩევდი, რომ თვითონაც დაინტერებულიყო საბანკო სექტორით. ვიცი, რომ შემოთავაზებები ჰქონდა, თუმცა მისი ინტერესი ეს აშკარად არ იყო. ყოველთვის ემზადებოდა რაღაც უფრო მეტისთვის. რამდენიმე წლის მერე მეც დავანებე რუტინულ საქმიანობას თავი, რაღაც სხვა მაინტერესებდა.
ერთ დღეს დამირეკა და მითხრა, რომ საკმაოდ პრესტჟული ილიას უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა იწვევდა პრაქტიკოს ლექტორებს და მთავაზობდა ლექციების წაკითხვას. იმ ეტაპზე ძალიან რთულად წარმოსადგენი იყო ჩემი ლექტორობა და სამეცნიერო საქმიანობა. ვიცი, რომ თავად გიორგის აღნიშნული ბიზნეს-სკოლის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში საკმაოდ დიდი წვლილი ჰქონდა შეტანილი. რატომღაც ჩვენმა საერთო ლექტორმა გამოარჩია მისი ეს შესაძლებლობები და სწორედ მან მისცა ეს ასპარეზი, რაც გიორგიმ ძალიან კარგად გამოიყენა. აღნიშნულ სკოლაში გუნდთან ერთად მონაწილეობდა როგორც საკადრო პოლიტიკაში, ისე სასწავლო პროცესების სრულყოფაში. მიუხედავად იმისა, რომ დაინტერესებული არ ვიყავი თემით, შევხვდი და ზუსტად 1 საათში აბსოლუტურად სხვანაირად დავიწყე ფიქრი. დავრწმუნდი საკუთარ თავში და შესაძლებლობებში და გავაცნობიერე, რომ ეს თემა ჩემი იყო და ამ პრცესს გავართმევდი თავს. ეს იყო პირველი შემთხვევა როცას ნათლად დავინახე მისი ეს განსაკუთრებული უნარი.
ვფირობ, რომ რაზეც არ უნდა ვისაუბრო გიორგისთან, ყველაფრის დაძლევას შევძლებ. უნიკალური უნარი აქვს, რომელიც მე იშვიათად შემხვედრია. ვფიქრობ, რომ მას ნამდვილად აქვს ნიჭი დაეხმაროს ადამიანებს წარმატებაში და საინტერესო ცხოვრების მოწყობაში, სირთულეების გადალახვაში.
დღეს უკვე ზუსტად ვიცი, რომ ჩემი ეს დამატებითი სამეცნიერო და ლექტორული საქმიანობა მილამაზებს ცხოვრებას, მაქვს აზარტი, ინტერესი და დამატებითი შემოსავალი. შეიძლება ითქვას, გიორგიმ საინტერესო სფეროში გამიღო კარი, რომელიც თუ პასუხისმგებლიანი ხარ და ხარისხს აქცევ ყურადღებას, არც ისე ადვილია დამკვიდრება. აღნიშნული საქმიანობის გარეშე ალბათ ახლა უკვე ვერ წარმომიდგენია საკუთარი თავი.

გვანცა გვიჩია
ფინანსისტი, ბიზნესის მიმართუკების ლექტორი,

სალიზინგო კომპანიების ასოციაციის დირექტორი

Share