ნინო კერესელიძე

ნინო კერესელიძე – ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, პრაქტიკოსი გეშტალტ ფსიქოთერაპევტი. დავითიანნის ფსიქოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი.

●●●

ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია გვერდში დგომა და მხარდაჭერა განსაკუთებით რთულ სიტუაციებში. სამწუხაროდ ბევრ ადამიანს არ აქვს უნარი შეგაძლებინოს და გაპოვნინოს საკუთარ თავში საყრდენი, სიძლიერე რომ შენ ყველაფერს შეძლებ.  ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია გიორგიზე სასაუბროდ სწორედ მის ამ თვისებაზე გავაკეთო აქცენტრება, მოტივაცია, მიზანმიმართულობა და დიპლომატია, ეს სწორედ ის მცირე მაგრამ განსაკუთრებული მნიშვნელობის ასპექტებია რომელსაც ხშირად თავისდაუნებურად უქმნის გარშემომყოფებს.

იყო პერიოდი ჩემი კარიერის დასაწყისში, როდესაც ხშირად ვფიქრობდი არის კი ეს ის გზა რომლის გავლასაც მე შევძლებ, ვარ კი საკმარისად კარგი ჩემი პროფესიისთვის და გეგმებისთვის, ხშირად მქონია გიორგისთან ამ თემებზე საუბარი და ყოველი ჩვენი საუბარი მთავრდებოდა  ჩემი გაცნობიერებებით, რომ მე ნამდვილად მაქვს ძალა და ენერგია ნებისმიერი ჩემი იდეა ვაქციო რეალობად. განსაკითრებით რთულ სიტოაციებში როდესაც ჩიხის განცდა მქონდა, ყოველთვის გიორგი გვერდით იყო და მაძლევდა მიმართულებას, მასწავლიდა მეპოვნა მე თავად გამოსავალი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გამართლებული გზაა თუ გსურ პიროვნული ზრდა და წარმატების მიღწევა.  მარცხის შიშისას გამუდმებით მახსოვს მისი სიტყვები, “მე მჯერა შენი და შენ არ გჯერავს”?  ჩემთვის მნიშვნელოვანია ვახსენო აქვე მისი განსაკუთრებული უნარი, შეგქმნას ლიდერად, გასწავლოს როგორ  მიაღწიო დიდ და განსაკუთრებულ მიზნებს.

გიორგიმ მაშინ დაიჯერა ჩემი როდესაც სხვას არავის სჯეროდა, ჩემი იდეა ყველას ძალიან იდეაისტურად ეჩვენებოდა, იყო პერიოდი როდესაც ვთქვი, ვიქნები ისე როგორც ყველა, მაგრამ სწორედ მაშინ გამოჩნდა და  თავდაყირა დააყენა ჩემი გეგმები. მაჩვენა ცხადად რომ ყველაფერი შესაძლებელია,  რომ თუნდაც ყველაზე რთულ და დაუძლეველ საქმეს შევეჭიდო ყველაფერი გამომივა.

გიორგი იმ მცირე ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნება, ძალიანაც რომ გინდოდეს უკვალოდ ვერ ჩაივლიან შენს ცხოვრებაში. მთავარია შენ იყო ღია ცვლილებებისთვის.

Share