ნინი აბლოთია – სადოქტორო თემის კვლევები ჩატარებული აქვს Universidad de Alcalá (Spain) და Panevropská vysoká škola (Slovakia); აღნიშნულ უნივერსიტეტებში იმყოფებოდა პროფესორის ასისტენტად . აქტიურად არის ჩართული განათლების სფეროში და არის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დოქტორანტი – ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. ნინი Erasmus + გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ევროპის რამდენიმე უნივერსიტეტში სწავლობდა. იგი თავისი მიზანსწრაფულობითა და შრომისმოყვარეობით ერთ-ერთი სამაგალითო ახალგაზრდაა.
●●●
სიტყვებს დიდი ძალა აქვთ. სწორად შერჩეულ სიტყვებს კი უდიდესი.
ყველა ადამიანს აქვს პერიოდი, როდესაც საკუთარ თავთან ბრძოლის გადატანა უწევს, სწორედ ასეთ პერიოდში მახსოვს, ნამდვილი აღმოჩენა იყო გიორგი ჩემთვის და ჩემი თანატოლებისთვის.
გიორგიმ მასწავლა, როგორ ავარჩიო ოცნება, ვაქციო მიზნად და ვსდიო კვალდაკვალ მანამ, სანამ რეალობად არ ვაქცევ, ვაკეთო ის საქმე, რომელიც მიყვარს, მწამდეს საკუთარი შესაძლებლობების და მუდმივად ვიღწვოდე განვითარებისკენ!
მისი სიტყვები გახდა ინსპირაცია და დიდი მოტივაცია, დამესახა ჯანსაღი მიზნები, მქონოდა შეფასების მაღალი სტანდარტები, არასდროს მიმეღო რეალობა ისეთი, როგორიც არის და ყველაფერი გამეკეთებინა მის შესაცვლელად!
მიხარია, რომ საჭირო დროს, ზუსტად შერჩეული სიტყვებით საკუთარი თავის რწმენა დამიბრუნა და მომცა მუხტი მოვსულიყავი აქამდე, სადაც ახლა ვარ.
მიმაჩნია, რომ გიორგი და გიორგის მსგავსი ადამიანები ძალიან დიდ ძალას აძლევენ გარშემომყოფებს, ეხმარებიან საკუთარი თავის პოვნაში და ცვლიან სამყაროს უკეთესობისკენ!