გიორგი კონტუაძე – კრაკენის თანადამფუძნებელი – ციფრული საკომუნიკაციო სააგენტო, კომპანია ბიზნესს სოციალური მედიის მართვის მომსახურებას სთავაზობს (აუთსორსზე ეხმარება კომპანიებს ციფრული არხების მართვაში)
●●●
დღეს ძალიან ბევრ ადამიანთან გვიწევს შეხვედრა, ვგულისხმობ საქმიან ურთიერთობებს, რაოდენ კომფორტულიც არ უნდა იყოს ეს პროცესი ჩვენთვის, არის ხოლმე მომენტები, რომ ვდგებით სტრესულ სიტუაციაში, ან გვეკარგება მოტივაცია და შემართება. მეეჭვება არსებობდეს ისეთი ადამიანი, რომელსაც არ უფიქრია, რამდენად შეუძლია საკუთარი მიზნისკენ სწრაფვა, ხომ არ მიეტოვებინა ყველაფერი. ასეთ სიტუაციებში ხშირად გვინდება მეგობრისთვის, ან საყვარელი ადამიანისთვის აზრების გაზიარება, რომელიც რაღაც რჩევას მოგვცემდა, ან გზას გვიჩვენებდა. სამწუხაროდ, ხანდახან მეგობრები ვერ გვაძლევენ საჭირო, ზუსტი მიმართულების რჩევებს, რაც გვაიძულებს ისევ მარტო ვებრძოლოთ საკუთარ მოტივაციას. დამეთანხმებით, რომ ეს არც თუ ისე მარტივი საქმეა, რომ პოზიტიურად მოაბრუნო ეს ყველაფერი.
გიორგის წლებია ვიცნობ, მასთან ურთიერთობა ხშირად მაქვს და ძალიან ხშირად ვსაუბრობთ საქმეზე, კარიერაზე, პერსონალურ მიღწევებზე, ვსაუბრობთ ზოგად თემებზე, ვერ ვიტყვი რომ ჩვენი კომუნიკაცია რაიმე კითხვა პასუხის რეჟიმშია ხოლმე, თუმცა ფაქტია რომ ყოველი საუბარი გარკვეული სახის ინსპირაციას მაძლევს. უფრო მეტად კონცეტრირდები საქმეზე და წარმატებაზე, უფრო მეტი გინდა რომ შექმნა და გააკეთო. არ მიყვარს იმის აღიარება რომ ამას მხოლოდ ის აკეთებს ჩემში, უბრალოდ ერთად რომ ვართ, მხოლოდ მაშინ გამოდის ხოლმე ესე, ანუ ერთად ვქმნით რაღაც კოლაბორაციას და სწორად ამაშია ალბათ მისი როგორც ინფლუენსერის ძალიან კომფორტული ქარიზმა. მე მარტო ისე მარტივად ვერ „მოვხოდავ“ თავს როგორ მასთან ერთად, ალბათ. უცნაურია ვითომ არაფერი ხო? მაგრამ, ძალიან დიდი სტიმულია როდესაც ესეთ ადამიანს ემეგობრები და ენდობი.
დარწმუნებული ვარ, ამ სფეროში დიდი მომავალი აქვს.