ანა გზირიშვილი- ანა წლებია სხვადასხვა პროექტებს წარმატებით უძღვება. გამოირჩევა იდეების გენერირებით, თავდაუზოგავი შრომის მოყვარეობით და მიზანსწრაფულობით. კერძო და სახელმწიფო სექტორში სხვადასხვა თანამდებობებზე საქმიანობის დიდი გამოცდილება დააგროვა. ანა გახლავთ HR hub-ის დამფუძნებელი და PR მენეჯერი, HRhub.ge-ის რედაქტორი. ასევე “TV პირველის” გადაცემა ,,საქმიანი დილის“ ეთერში რუბრიკის თანაწამყვანი და მიმომხილველი.
●●●
უკვე წლებია რაც გიორგის ვიცნობ. პირველად მაშინ შევხვდით, როცა ჩემი ლექტორი იყო მაგისტრატურაში.
ჩემს კარიერაში, გიორგიმ დიდი წვლილი შეიტანა. მან შესაძლებლობა მომცა ,,დიდ საქმეებს“ შევჭიდებოდი. გამომარჩია და ერთ-ერთი ახალგაზრდული ორგანიზაციის PR მიმართულება ჩამაბარა. მასთან მუშაობის დროს, ვისწავლე რომ არ არსებობს სიტყვა ,,ვერ“. მისმა საქმისადმი ძალიან მომთხოვნმა დამოკიდებულებამ მასწავლა, კრიტიკული სიტუაციებიდან გამოსავლის პოვნა. მაგალითად, ვისწავლე, როგორ შეიძლება ფაქტობრივად ნული ბიუჯეტით, განახორციელო დიდი პროექტები თუ ღონისძიებები, რაც ყოველთვის ყველა საქმეში მეხმარება. რაც ყველაზე მთავარია გიორგისთან ურთიერთობა დამეხმარა სანაცნობო წრის გაფართოებაში. გავიცანი სხვადასხვა სფეროს წარმატებული ადამიანები, რომლებთანაც დღემდე ვმეგობრობ.
გიორგის აქვს უნარი, ადამიანებში დაინახოს ნიჭი და შესაძლებლობები და ხელი შეუწყოს მათ განვითარებაში. მისცეს სწორი მიმართულება თავად გაიკვალონ გზა, რაც ძალიან კარგად გამოსდის. გიორგი მუდმივად გაძლევს სტიმულს რომ არ დაკმაყოფილდე არსებულით და მეტი და მეტი მოსთხოვო საკუთარ თავსაც და გარემოსაც. ფაქტობრივად, დიდ მუხტს გაძლევს, რომ ბევრი რამ დაინახო და შეცვალო უკეთესობისკენ. რაც შენს პიროვნულ და პროფესიულ ზრდაში ძალიან გეხმარება. ასევე, იპოვო კომფორტი დაძაბულობით სავსე გარემოში და გაგიღრმავდეს თვითრწმენა.
მასთან მუშაობა და ურთიერთობა ჩემთვის არის ძალიან დიდი სკოლა, რაც დამეხმარა პროფესიონალად ჩამოყალიბებაში და მეხმარება ასევე ყოველდღიურ წინსვლასა და განვითარებაში.